Saturday, September 23, 2017

ზოგიერთი მეცნიერი სტატისტიკის პირველად გამოყენებას ათარიღებს 1663 წლით, როდესაც ჯონ განტმა  გამოაქვეყნა ნაშრომი დაკვირვებები სიკვდილიანობის ჩანაწერებზე (Natural and Political Observations upon the Bills of Mortality)[3]. სტატისტიკის პირველი გამოყენებები დაკავშირებული იყო სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისთვის დემოგრაფიული და ეკონომიკური მონაცემების დამუშავებასთან. სწორედ აქიდან მიიღო მეცნიერებამ წინსართი stat (სახელმწიფო). სტატისტიკის გამოყენებების არეალი მე-19 საუკუნეში ზოგადად მონაცემების დამუშავებამდე გაფართოვდა. დღეს სტატისტიკა გამოიყენება ყველგან, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების საჭიროებებისა და საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებებ
ის ამოცანების ჩათვლით.
სტატისტიკის თეორიული საფუძვლები მე-17 საუკუნეში შემუშავდა ალბათობის თეორიის განვითარებასთან ერთად. დღევანდელმა გამოთვლითმა სიმძლავრეებმა კი შესაძლებელი გახადა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება და ბიძგი მისცა ისეთი მეთოდების განვითარებას, რომელთა ხელით შესრულებაც შეუძლებელია.

No comments:

Post a Comment